წურბელა
დაშოშმინებული ბნელი წიაღის რწევას ზუკა ვერ გაექცა. ისე დასწამა ბარონის ცილი მისმა გონებამ, რომ თავი არც ამიერში, არც იმიერში და არც გასაყარზე ერგება. მან დაიწამა ბოკვერისეული ოცნებები. ზუკას ცხოვრების აღმართი მანქანებით გადაუღობა მცველმა ანგელოზმა. ასევე გონებამ მისმა. ის პატარაობაში გრძნობდა, რომ მწველი მზე, რომელიც კანს გიწითლებს და გიწვავს, არა მზეა, არამედ სხვა სამყაროს ბაჭიები, რომლებიც შესახსენებლად კბენდნენ. ზუკა გაიზარდა და მცხუნვარე მზეს ვეღარ იტანს. წაართვა სალაღობელი აზრები ზუკამ ზუკას. - გახსოვს, სურამის რბილი ჰაერი, სათუთად რომ ჩაგივლიდა ცხვირის ნესტოებთან. პარკი გახსოვს, ცხენზე რომ შეგსვამდნენ და გაჭენებინებდნენ? - მახსოვს. - უპასუხა სარკეში ზუკას. - ახალი წელი გახსოვს? უშნო, დაღრეჯილი ნაძვისხის ქვეშ რომ საჩუქრები გხვდებოდა. უშნო და დაღრეჯილი არ განაღვლებდა, მხოლოდ საჩუქრები გედარდებოდა. - მახსოვს. - გახსოვს ბოკვერი იყავი მაშინ? გახსოვს კითხვა რომ ისწავლე შენით? გახსოვს, მაშინ რა ბედნიერი იყავი? - მახსოვს. საკმარისია. - აღმართი მცველმა ანგელოზმა კი არა, მოუთმენლობამ და ცხოვრების უპასიხსმგებლობამ გადაგიღობა. წურბელასავით შეიძვრინე სხეულში თავმდაბლობა. - ვიცი. თავს დამნაშავედ გრძნობს და თავი ეთაკილება. რეგრესული კრიზისი და გოლგოთური კრიზისი ერთად შეექცევიან ზუკას დასნეულებულ პიროვნებას. ისინიც დამშეული წურბელასავით არიან. თუმცა დაუშრეტელი სანთელი კვლავ ანთია ბაცად, ბეწოდ, თითქმის არც ჩანს. იქნებ დაუბეროს კვლავ სურამის თბილმა სიომ, წაჰკრას ზემოდან სანთლის ცეცხლს და ააგიზგიზოს ისევ. იქნებ კვლავ დგება ახალი წელი და დაღრეჯილი ნაძვისხის ქვეშ ისევ იპოვოს საჩუქრები. იქნებ და კვლავ ისწავლოს კითხვა თავისით. იქნებ გაბედნიერდეს საბოლოოდ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი