მოგენატრები
მოგენატრები, ისე ძლიერ მოგენატრები და მოგინდება ერთი წამით რომ დამინახო მე ვეღარ მოვალ, ვერ ვიმეტებ თავს სატანჯველად, მე აღარ მოვალ აღარ მინდა ასე რომ მნახო! ივლისის ბოლოს, ისე მცივა როგორც არასდროს და ამ სიცივეს გაძლება და ატანა უნდა იცი?! ცრემლებში ჩავკლავ დღესაც ღამის ლა მაჟორს, ასეთი ღამე, ასე ცივი, იცი აღარ მსურს! და ვფიქრობ შენზე, ჩემი ცხოვრების ნათელ წერტილზე, შენც კი მატკინე, შეეცადე გეცემა გრძნობა, ახლა მე ვტირი, ცრემლები კი მისვლებს ფურცელს, ეს ის ღამეა, რომ დავკარგე შენდამი ნდობა, აღარასოდეს არ ვიქნები ის ვინც ვიყავი, კვლავ მეშინია გამოვხატო გულწრფელი გრძნობა, მე დამაკნინეს, ვერ ვპატიობ ამას ვერავის სხვა გაახარე, მე მატკინე, დამიწყე ქრობა. მე ავინთები, ვიკაშკაშებ და ვიბრდღივიალებ, მე გავანათებ იმას ვისაც ეს ჩემგან უნდა, მართლა მიყვარხარ, მართლა გიგრძნობ, მართლა მჭირდები, მე ახლა ვტირი, უხარიათ ვისაც ეს სურდა! ბნელი ღამეა ისეთი რომ არაფერი ჩანს, დღეს რექვიემად მელოდიაც კი არ გაისმის, არც ლამპიონებს შესწევთ ძალა რომ გაანათონ, და ბოლო ღამეს, მხოლოდ ჩემი სევდის ხმა ისმის! ზ.ნემსაძე 31.07.21
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი