და შენთვის მაინც, კიდევ ბევრი სათქმელი დამრჩა!


კვამლში ჩავახრჩვე იცი ახლაც ვნების სურვილი,
მინდა აქ იყო, ღამის სევდა შევიგრძნოთ ერთად
და ჩემს გრძნობებში აღარ იყოს შენი წყურვილი,
მართლა, ხან ჩნდები, ხანაც ქრები, სულ აქ ხარ - ჩემთან. 

წარმოვიდგინე ჩვენი ვნების კორიანტელი,
რისი ვნებაა?! აღვირახსნილ გრძნობებს ვიოკებ,
მერე სიგარეტს მოვუკიდე ღამის გამებში,
იცი?! ვუსმენდი ჩემი გულის მწვავე წიოკებს.

იცი, სასთუმალს  ისევ შენი სურნელი დასდევს
და ჩემს მკლავებში გაირინდა აგვისტოს ღამე,
ამ ბოლოს რაღაც უცნაური მიპყრობს ფიქრები,
ჩემი ვნებები ანათებენ დღევანდელ მთვარეს! 

ფაფარაშლილი დაძრწის ვნება ღამის თბილისში,
მე კი არეულს წითელ ღვინოს მასმევს ტკივილი,
მერე ვნებდები, ჩუმი ტანგო გაისმის ყურში
და მავიწყდება ყველა ჩემი ძველი ჩივილი.

მერე ვარსკვლავებს მოვუყვები ჩემს აღსარებას,
ვეტყვი ყველაფერს, მე რისი თქმაც შენ ვერ გაკადრე,
შენთანაც მოვალ, გეტყვი ჩუმად - დაიმახსოვრე! 
მე, არ დავუშვებ, რომ ოდესმე ჩვენში გაავდრდეს! 

და გავშლი ხელებს, სიყვარულის წვიმით ვსველდები,
ამასობაში სიგარეტიც ჩაიწვა ზანტად,
წარმოუდგენელ ტრფობის სურვილს ვატარებ ახლა
და შენთვის მაინც, კიდევ ბევრი სათქმელი დამრჩა! 

          ზ.ნემსაძე  თბილისი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი