არ გაიხსენო თუ ოდესმე შენთან ვიურჩე
ფიქრები ჩემი ვეღარ ვხვდები საით წასულან, ლოდინის გრძნობით შეპყრობილი მარტო დავდივარ, ალბათ მზის ჩასვლას უჩემობის შიში ეტყობა, მომნატრებიხარ - შენზე ფიქრებს ვერ გავურბივარ. ყოველ დაისზე შეიგრძენი, სხივთა სიუხვე, ყოველ აისზე ჰაერივით გელამუნები, არ გაიხსენო თუ ოდესმე შენთან ვიურჩე არ გაიხსენო თუ ოდესმე ვერ შეგიგრძენი. ზღვის სანაპირო ჩემზე ფიქრებს თავად მოიტანს, დილის მირაჟში, დაგიკოცნის შენ სხვაგვარ ტუჩებს, მერე მთელი დღე ჩემზე ფიქრი შემოგეხვევა, არეულობას, შენ ვერაფრით დაასაბუთებ! თუ ყოველივე არ მოხდება მე რაც დავწერე და თუ ვერ იგრძნობ ჩემს შენდამი ტრფობის სიმძიმეს, სევდა თუ მოვა უშენობით გამოწვეული, თვალებს ცრემლებით ავივსებ და ვერ გავიღიმებ! მერე მე დავწერ მონატრებით შეშლილ პოეტზე, ღამის წყვდიადში, რომ იპყრობდა შენზე ფიქრები, შენ კი ზღვის ტალღებს დააკვირდი რომ დამინახო, ერთ-ერთ ტალღაში, დამინახავ რომ მე ვიქნები! და გაიხსენე ჩვენი შესვლა უტალღო ზღვაში, მისი ტალღები გადარია ჩვენმა გრძნობებმა, გთხოვ აიხედე და შეხედე ვარსკვლავთა ცვენას, მომენატრეო, გეუბნები - ხო, არ მოგესმა! ზ.ნემსაძე თბილისი 21.08.21
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი