მე შემოდგომა სხვანაიარად მიყვარდა ალბათ
როგორ გელოდი, შენი ნახვა როგორ მინდოდა, ხო, არ მოხვედი, მე კი მარტო ვიჯექი დიდხანს, ჭიშკარის ჭრიალს, მეგონა რომ შენ მოყვებოდი, მაგრამ არ ჩანდი,ქარი იყო, იცი, არც წვიმდა. საფერფლე სავსე, უგზო-უკვლოდ ვფანტავდი სევდას, მიყვარდი ისე როგორც არვინ არ მყვარებია, მტკიოდა გული, გახლეჩამდე მტკიოდა მაგრამ, გელოდი, დიდხანს მარტოობის სამოსებს ვიცმევ. დიდხანს ვიყურე, შენ კი ჩემზე არც გიფიქრია, რომ დაგინახე, გახლეჩილი ბროწეულის ვგავდი სილუეტს, მდიოდა ცრემლი, ალერანივით ანათებდა ფიქრები შენზე, მტკიოდა მაგრამ... ასე მოსდით ხოლმე ჯიუტებს. მტკიოდა მაგრამ, შენ ხომ თბილად იყავი ალბათ, არც გიფიქრია მე რას ვგრძნობდი ან სად ვიყავი, მტკიოდა მაგრამ, ეს ტკივილი იყო სიზმარი, ჩემი პრინციპი იცი ახლაც ვერ დავიცავი. ბოდიშს არ ვითხოვ, ქმედებები განსაზღვრავს ხოლმე, მე კი ამ ლოდინს არასოდეს არ გაპატიებ, გამახსენდები ისე როგორც ვიხსენებ ყველას, და მოვიხურავ-ტკენის, წყენის, გრძნობის მანტიებს. პირველად გავტეხ ქარიანი ღამის სიმძიმეს, ეს ქარი ალბათ ამ ტკივილმა გააძლიერა, ახლა მე ისევ მარტო ვზივარ, როგორც მთელი დღე, გავყურებ ქუჩას ისევ შენი მოსვლის იმედად. ვითხოვ, რომ მითხრა მე ასეთი რა დაგიშავე, გთხოვ ამიხსენი, შენ ამ ტკენით რა შეასრულე, მე შემოდგომა სვანაირად მიყვარდა ალბათ და სამწუხაროდ ეს სეზონი შენ შემაძულე. 3.09.21 თბილისი ზ.ნემსაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი