მე შენგან წავალ
მე შენგან წავალ, ისე რომ სულ აღარ მახსენო, ჩემს ტკივილებს კი უშენობაც შეუყვარდება, მე სამი დღეა სხვანაირად ვფიქრობ და ვხვდები, რომ რეალურად ეს ტკივილიც ვერ მოგვარდება. მე სამი დღეა ემოციებს ვერ ვუთავდები, მტანჯავენ, მჭამენ, შენთან კრინტიც არ დამცდენია, მე ხომ დეტალებს ვაკვირდები, ხო უმნიშვნელოს, ახლაც მარტო ვარ, სიმარტოვე აქ დარჩენიათ. და როცა ვხვდები, უშენობის ტკივილებს ვებრძვი, შემოდგომასაც აღარ უნდა ისევ იწვიმოს, ღამის კადრებში ვეღარ ვჩნდებით, როგორც ვჩნდებოდით, ეშმაკებსაც კი აღარ უნდათ რომ მომისმინონ. მეც დავიღალე, ყველა ღამე ძალის მოკრებით, რომ ემოციებს აღარ მივცე ფრთები საფრენად, ვხედავ ყოველ დღე სიცივისგან როგირ ვშორდებით, მე მაინც ვფიქრობ, ყველაფერი ღირდა ამბებად... ახლაც ცრემლები სცვივა იცი გიჟის ნაწერებს, კლავ შევაკავე ყველა სიტყვა შენზე სათქმელად, ხელის კანკალით ვიწერ ახლა ჩვენ ისტორიას და მარტოობის შიში უფრო ძლიერ დამჩემდა. მაინც ვერ დაგთმე, იმიტომ რომ მართლა მიყვარხარ და ყველა პრინციპს მე შენს გამო გადავაბიჯე, მე ხომ დეტალებს ვაკვირდები, ხო, უმნიშვნელოს და შენზე ფიქრში მე ეს ღამეც გადავარჩინე. ზ.ნემსაძე 20.09.21 თბილისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი