რა თბილი დღეა, ყველაფერი როგორ დამთავრდა?!


შენ ვერ გამიგე, ვერ მიმიხვდი გრძნობის სიმძიმეს, 
კი არ გიჩემებ, მიყვარხარ და ძლიერ მჭირდები,
ახლა, სიცივე, მიეჩვია ისევ ჩემს სხეულს
და სიმარტოვე ჩემს სევდიან ფიქრებს მიჭენებს.

ისევ სანთელზე გრძნობისაგან გაყინულ თითებს, 
ვითბობ და შენი სურნელებაც შემომეხვევა, 
სიცივე ირგვლივ მიმოფანტულს მიყინავს ფიქრებს
და მარტოობა მერამდენე ღამეს ემთხვევა.

მინდოდა, ისევ შემოგეღო ჩემი კარები, 
როგორც გჩვევია, სიურპრიზად გექცია მოსვლა, 
მაგრამ მე რიგში, ალბათ ისევ ბოლო შემოვრჩი
ჩემმა ცრემლებმა, მერამდენე ღიმილი მოკლა.

ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან მიყვარს მე დრამა
მე თავად ვქმნიდი ყველაფერს და თავად ვამსხვრევდი
ზოგჯერ მგონია, რომ თავად ხარ იცი ეს ძალა
და შენთვის ვქმნიდი, ვბრაზდებოდი და მერე ვტეხდი.


ახლაც, ხომ გავტეხ - შემოდგომის სუსხიან ღამეს, 
დედამიწაზე სიყვარულით ყველაფერს ვქმნიდი 
რა დავაშავე, ან ისეთი რამე შევცოდე?! 
მიყვარდა ყველა, არ ვყოფილვარ არასდროს ფლიდი.

და შენს ნაჩუქარ სანთლის შუქზე ვიწერ მე ამ ლექსს, 
შენთვის ვაჩერებ დედამიწას იქნებ შეშინდე
და უცებ შენი სურნელება მიმოიფანტა 
ხო შენ მოხვედი, ყველა ცოდვა ისევ შეგინდე.

მაგრამ! აქ, დაგხვდა, პოეზიით სავსე ოთახი,
ამ ღამეს მალე გავათენებ, რომ მალე გნახო
მანამდე ალბათ ბევრს ვიტირებ რომ არ მოხვედი,
 შევეცდები, რომ ამ ბნელ ღამეს - გრძნობები ვანთო

ზოგჯერ გიჟი ვარ, ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ ეული, 
სიგარეტის კვამლს მოვუყვები, როგორ მიყვარხარ
ღამის თბილისში, ალბათ ვივლი გადარეული
მაინც არ ვიტყვი, რომ შენ გეძებ და შენ ვინა ხარ.

ამასობაში გათენდება, ისევ ვერ გავთბი, 
უკვე რამდენი დღეა გელი შენ კი არ ჩანხარ
მე თუ მომინდი, თავად შეგქმნი დაიმახსოვრე,
მაგრამ არ მინდა და ოთახში სანთელიც ჩაქვრა.

მე ისევ მარტომ, უჯრა-უჯრა ვეძებე ჭრაქი
ვერ მივაგენი, მზემ კი სხივი სტყორცნა ფანჯარას
კარებს ვერ აღებ, მე კი შიგნით ვარ უგონებოდ
რა თბილი დღეა, ყველაფერი როგორ დამთავრდა?!  


                                  26.10.21  თბილისი, ვერა.   
                                                 ზ.ნემსაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი