კარგია, რომ ცირკში სპექტაკლი მხოლოდ ერთხელ იყო და მეორედ აღარ იქნება
„ადამიანი მის დიდ მიზნებთან ერთად იზრდება“ შილერი ქართული თეატრისა და საერთოდ კულტურის, ყოფნა - არ ყოფნის საკითხი დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, დარგის სპეციალისტები ამაზე პერმანენტურად საუბრობენ. რა ჭირდება ქართულ კულტურას და მის წარმომადგენლებს, ფული? განვითარება? სიახლე? ახალი სახეები? თუ თეატრის ცნობილი კრიტიკოსის, ლაშა ჩხარტიშვილის არ იყოს: - „იქნებ საშველიც არაფერი აქვს ქართულს კულტურას და მეჩვენება, რომ ყველაფერი კარგად არ არის“,-არ ვიცი! ეს მართლაც საფიქრალი და დარგის წარმომადგენლების და ექსპერტების გადასაწყვეტია. რა გზებით და როგორ ეშველოს ქართულ კულტურას. 2022 წლის, 21 მაისს, მხოლოდ ერთხელ და ისიც ცირკში, დამოუკიდებელი თეატრალური კომპანიის „ხვლიკის“ ორგანიზებით, თბილის მერიისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური (და არა მხოლოდ, როგორც ჩანს) მხარდაჭერით, ახალაგზრდა რეჟისორის საბა ასალამაზიშვილის პროექტი (რომლის რეჟისორიც თავადაა), „დონ ჟუანი“ იხილა ქართველმა მაყურებელმა. სპექტაკლის მხატვარი - ბარბარა ასლამაზია, ხოლო კომპოზიტორები - კონსტანტინე ეჯიბაშვილი/ ვახტანგ გვახარია გახლდათ. სპექტაკლში მონაწილეობა მსახიობებმა- ვლადიმერ ვაშაკიძემ, მარიამ ბალახაძემ, ანიკო შურღაიამ, ენდი ძიძავმა, გივიკო ბარათაშვილმა, გიორგი მაქაძემ, თორნიკე კაკულიამ, გაგა არაბულმა, ლუკა ახალაძემ, ანდრია ვაჭრიძემ, ლუკა ახალაძემ, კონსტანტინე ეჯიბაშვილმა მიიღეს. პროექტის მენეჯერი კი ია კელერმანი. პროექტის განხორციელების ადგილად კი თბილისის ცირკი იქნა შერჩეული, რატომ ცირკი?! -რეალურად სპექტაკლი ამ კითხვას პასუხობდა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ იგივე სანახაობის ნახვა ტრადიციული თეატრის სცენაზე უფრო საინტერესო იქნებოდა, რადგან 2000 კაციანი დარბაზი არ იძლეოდა, იმის საშუალებას, რომ საინტერესოდ აღქმადი ყოფილიყო რეჟისორის ჩანაფიქრი. „დონ ჟუანი“ საბა ასლამაზიშვილმა მოლიერისა და პუშკინის ტექსტის მიხედვით დადგა. წარმოდგენა ზოგჯერ აცინებდა, ზოგჯერ კი დააფიქრებდა მაყურებელს (უფრო ტექსტი). საცირკო არენა კი უბრალოდ რეჟისორის ახირება. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი სრული ანშლაგით ჩატარდა, ჩაძინებული, გამოფხიზლებული, ტელეფონში თავჩარგული, ამდგარი და დარბაზიდან გასული ბევრი მაყურებელი შევამჩნიე - ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ სპექტკლმა ვერ შეძლო ინტერესის გამოწვევა და რეჟისორმა წააგო, თუმცა ეს დიდი გამოწვევა, რომელიც პირველ ყოვლისა რეჟისორისთვის, შემდეგ კი მსახიობებისთვის იყო, დიდ გამოცდილებად დარჩება და მგონი ამად ღირდა. სამწუხაროდ, მაყურებელი ვერ ხედავდა მსახიობების მიმიკებს შესრულების დროს, სპექტაკლს აკლდა მელოდია, აკლდა რა, ბექრაუნდათ მსახიობთა თამაშის დროს საერთოდ არ იყო. ეს გადაწყვეტილება კი, ჩემი აზრით, რეჟისორის შეცდომა იყო. ასევე ტექნიკური ხარვეზები და ხმის პრობლემა, თუმცა ეს იმით მართლდება, რომ საცირკო არენამ არ მისცა მეტის საშუალება რეჟისორსა და მსახიობებს. თუმცა, მსახობები ბოლომდე შეეცადნენ დახარჯულიყვნენ. უბრალოდ, საცირკო არენამ შთანთქა მათი შემქოემდებითი შესაძლებლობები და მსახიობური ოსტატობა (პროფესიული უმწიფობაც შესამჩნევი იყო). თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცირკში მოსული მაყურებელი სპექტაკლისთვის სამწუხაროდ, მზად არ აღმოჩდა. 2000 კაციანი დარბაზში კი სრული ანშლაგი, რეჟისორისგან დადგმის ადგილად არჩეულმა ცირკმა, ინტერსმა ახალაგზრდა რეჟისორსადმი და ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ ეს იყო მხოლოდ ერთხელ. კარგია, რომ ცირკში სპექტაკლი მხოლოდ ერთხელ იყო და მეორედ აღარ იქნება, თუმცა იგივე სპექტაკლს ტრადიციულ სცენაზე ვნახავდი დიდი ინტერესით, რადგან კარგად აღქმადი ყოფილიყო მსახიობთა შესრულების ოსტატობა, რაც მათი შეფასების საშულებასაც მომცემდა. დადგმის ადგილად ცირკი კი იმით გამართლდა, რომ რეჟისორმა სპექტაკლის დასასრულს მსახიობები ცხოველებად წარმოგვიდგინა, ისინი საცირკო წრეზე ტაშის მოსასმენად დადიოდნენ, როგორც ეს საცირკო წარმოდგენების ბოლოს ხდება (ასეთი იყო ე.წ. „პაკლონიც“). საინტერესოა და აღსანიშნავია მსახიობთა, ამ აზრზე დათანხმება, რომ ისინი სპექტაკლის ბოლოს ცხოველების როლშიც უნდა შესულიყვნენ და ჩამოევლოთ არენაზე. რადგან ეს ყველაფერი გამოცდილებად ღირდა, ამიტომაც საინტერსო რეჟისორად მივიჩნევ საბა ასალმაზიშვილს და ვფიქრობ, რომ ბევრი საინტერესო და ნახვადი სპექტაკლის დადგმას აუიცილებლად მოახერხებს, ხოლო „დონ ჟუანი“ დარჩება როგორც რეჟისორის ასევე მსახიოებების თეატრალური ცხოვრების დიდ გამოცდილებად. იმედია კულტურის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ასეთი ექსპერიმენტების განხორციელებას და ნდობას ახალგაზრდა ხელოვანების მიმართ. „ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს!“ - ეს ფრაზა რეჟისორსაც ეხება და დამფინანსებელსაც. ავტორი: ზუკა ნემსაძე,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი