ვერის ბაღთან


შენ რა გგონია, რომ ვერ ვხვდები ყველაზე მთავარს,
და ამ თამაშსაც საბოლოოდ რომ მე წავაგებ?!
ვერ ჩავაბარებ, დაუნდობელ ცხოვრებას თავანს,
შენზე ფიქრებს და ღამის რითმებს ისევ ვაწვალებ.

შენ რა გგონია, რომ რთულია ჩემთვის წაგება?
უბრალოდ მიკვირს ამ სიგიჟეს როგორ ავყევი,
ჩემი გრძნობები რომ გავკიდე ასე გამებად
და ამ სიგიჟით, შენ ვერ ხვდები მაინც რა ვქენი?!

გამოვუცხადე ომი გრძნობებსს და ჩემს პრინციპებს,
ბრძოლას მე ვიგებ, იმიტომ რომ ვიბრძვი ბოლომდე.
არა! მე არ ვთვლი ამ ყველაფერს რაღაც თამაშად,
და ამ ყველაფერს ჩემთვის ვიტევ, ჩემს თავს მოვენდე.

ახლა ჩემს თავთან უნებლიე დაცემას ვიგრძნობ, 
როდის ყოფილა დაცემული ვერ ადგეს ფეხზე?
და ეს გრძნობები მონატრების ფიქრებში გიხმობს, 
ეს გაგრძელდება კიდევ დიდხანს - ზედმეტად ბევრჯერ...

მერე მივხვდები, რომ უზუმოდ ვატკინე ყველას
მოგონებები ღამის მათრახს გადამარტყამენ, 
ვყვიროდი ისევ, გაგიჟებული ვითხოვდი შველას,
ვინ მიშველიდა?! მე ხომ ისევ მარტო დამტოვეს!

უშენობისთვის განწირული, ვფიქრობდი შენზე
და შენზე ფიქრი, ღამის ფიქრი არ მეპატია, 
ვერ წარმოიდგენ ეს ფიქრები მე როგორ მტკენდენ
თამაში იყო? გარეთ ისევ ცივი ქარია. 

წყალი დავლიე, ყავის ფინჯანს მოვკიდე ხელი, 
და სიგარეტსაც მოვუკიდე შენი ასანთით... 
აქ ყველაფერი, შენ თავს ისევ ისე მახსენებს, 
ისევ უჯრაში, შევინახე ძველი ბარათი.

ეს ღამეც გავა ისე, როგორც გავიდა სხვები,
ქუჩაში ისევ ხმაურია დადის მოპედი...
ისევ სიგარეტს მოვუკიდე რა დამრჩენია, 
ასე გათენდა შენ კი ჩემთან კვლავ არ მოხვედი. 

ხვალ ალბათ ისევ ამოვიღებ მე ბარათს შენზე, 
მომეჩქარება, მზეს ამოსვლას ვეღარ დავაცდი.. 
ჩვენი შეხვდრის ადგილისკენ მოვემართები, 
გთხოვ არ გამწირო, ვერის ბაღთან შენ ისევ დამხვდი! 

მე აქ დავდივარ, როცა მიჭირს, როცა მჭირდები, 
როცა მინდიხარ და ცხოვრება არაფერს მაცდის,
ჩვენს სკამზე ვჯდები, მოგონებებს გავუხსნი ფარდას, 
ახლაც მოვედი - სამწუხაროდ, შენ აქ არ დამხვდი!

                  ზ.ნემსაძე 22.09.21  02:28

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი