მიტოვებული მეძავივით ეს ღამეც ოხრავს


მიტოვებული მეძავივით ეს ღამეც ოხრავს

მიტოვებული მეძავივით  ეს ღამეც ოხრავს
კოკისპირულად ესხმებიან ციდან ცრემლები,
შენზე ფიქრები ეჭვიანად სხვაგვარად შფოთავს,
დღეს ცივი იყო, რომ შემეხნენ შენი ხელები.

შენზე ფიქრები ანათებენ შავ-ბნელ უკუნეთს,
წვიმის წვეთები ღამის ვერდიქტს, რომ გამომიტანს
ამიჯანყებენ გარყვნილ რითმებს, ქვეცნობიერში
და ამ სიცივეს შენ რომ ვერ გრძნობ, კვლავ მე მომიტანს.

სისხლჩაქცეული გუბეებიდან ჟონავს ვენდეტა,
ღამის რექვიემს ესმის ჩემი საგალობელი,
ისევ სათვალე, შავი ფერის ძველი ბენდეტა,
მე კი უმაპოდ დარჩენილი, გზაგაბნეული.

წვიმის წვეთები უმოწყალოდ ჟანგავენ გრძნობებს,
მე ისევ მარტომ ვზიდე ჩემი ცოდვის ტომარა,
გზა და გზა იყო უშენობის მწარე ცნობები
და ამ ტკივილით ჩემი ტანჯვა ნუთუ არ კმარა?!

გარეთ წვიმაა, მე კი თუთუნს ისევ ვაბოლებ,
ყველანაირად გაშიშვლდება ჩემი ფიქრები,
შენ რა გგონია, მომატყუებ ან დამაბოლებ?! 
აჯანყდებიან გეუბნები - ჩემი რითმები! 

მდუმარე წამი გიჟის ნატვრას ვეღარ ასრულებს,
მიტოვებული მეძავივით შფოთავს ეს ღამეც,
ნუთუ წახვედი?! აღარ მოხვალ?! ნუთუ დამტოვე?! 
მოდი, დაბრუნდი, ბოლო თხოვნაც - გთხოვ შეასრულე! 

ზ.ნემსაძე 30 სექტემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი