ნუ გაიფიქრებ, რომ აქ მოსვლაც დააგვიანე
ნუ გაიფიქრებ, რომ აქ მოსვლაც დააგვიანე მოჩვენებები შესჩვევიან ამ ბოლოს ფიქრებს, ღამე ხმაურობს, ისე როგორც ეშმაკებს უნდათ, მე გავექცევი შენზე წყენის უდროო რითმებს, ღამეს ვათევდი შენზე ფიქრში და ესეც შურდათ. კვლავ მომეჩვეენე, უკუნეთში გაცისკროვნებად, შენზე ფიქრებშიც კი ვურჩობდი, როგორც მჩვევია. მაგრამ კვლავ გაქრი, არაფერი მითხარი ისე, მელანდებოდი, სხვა გზა, სხვა ხსნა რა დამრჩენია. მე ღამეს ვტეხდი, შენ კი ტბილად გეძინა ალბათ, ვნატრობდი იცი, რომ უბრალოდ მენახე ჩემთან, მაგრამ არ ჩანდი, ვსევდიანობ როგორც ყოველთვის, ღამის რექვიემს ტკივილების მუსიკა სდევდა. უჰაერობა, უშენობის მაგვარად მიტევს, მეხსიერება ყველა დროის აჩვენებს კადრებს, მოგონებებში , ჩემს ბედნიერ მომენტებს ვიჭერ, ეს მონატრება კაპილარში სისხლსაც აჩერებს. ჩემს ენდორფინად იქეცი და ახლა დამტოვე მაშინ როდესაც ყველაფერზე მეტად მიყვარდი, ნუთუ არ ფიქრობ, რომ მატკინე ას უდროოდ ნუთი იცვალე, ასე უცებ გადაგიყვარდი. როცა აისზე ჩემი ძვლები იგრძნობს სიცივეს და უთენია, მე ვიქცევი გაყინულ გვამად, ალბათ მიხვდები, რომ მიყვარდი გაგიჟებამდე, გაიაზრებ რომ ეს არ იყო უბრალოდ დრამა. მიმოფანტული ნაწერები ნუ შეგაშინებს, მე შენზე ვწერდი, შენთვის ვტეხდი ამ წყეულ ღამეს, ნუ შეშფოთდები, ნუ ინანებ ახლა ნურაფერს, ნუ გაიფიქრებ, რომ აქ მოსვლაც დააგვიანე... ზ.ნემსაძე 16.09.21 თბილისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი