რა აზრი აქვს ღამის გატეხვას!


რა აზრი აქვს ღამის გატეხვას!

ახლა ვიძინებ ,რა აზრი აქვს გავტეხო ღამე?! 
რა აზრი აქვს რომ შენთვის ისევ ლექსი დავწერო?! 
არც  ის არ მინდა კიდევ  ტკივილს გავუღო კარი
და ამ ტკივილის  ეპიცენტრად შენ რომ აღგწერო

და რა რთულია როცა გინდა რომ წაიკითხოს, 
მაგრამ იკიდებს და არ ითხოვს მისთვის ნაწვალებს, 
მუზები არა, ეს ლექსები ტოვებენ ირგვლივ
მდუმარე ცაზე  მწარე ნაკვალევს! 

და როცა იგი მოისურვებს, ნახოს ეს ლექსი,
აღარ იქნება, გადავმალავ საგულდაგულოდ,
როცა პოეტი ეურჩება ღამეს შენ გამო
დაიმახსოვრე, არ მოიქცე ასე უგულოდ! 

მე დღესაც დავწერ, ხვალაც, ზეგაც - ალბათ ყოველთვის,
არასდროს დავხევ, შევინახავ ამ პატივს დაგდებ, 
ჩემი ეს  გრძნობა გზააბნეულ ბწკარედებს ერთვის,
შენ კი ვერ ნახავ, ვეღარასდროს მე პირობას ვდებ...

ახლა აცივდა, ჩემი გრძნობა ფურცლებს დავუთმე
უემოციოდ რატომ დავრჩი მაინც ვერ ვხვდები, 
და ამ საღამოს მე დავარქვი - უცნაურობა,
შემოდგომაა, ხეებს სცვივათ ჩემი ცრემლები...

             ზ.ნემსაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი