უკვე აცივდა


უკვე აცივდა

უკვე აცივდა, შემოდგომის სუსხია ირგვლივ,
ქარიც ააცლის ხეებს ფოთოლს როგორც ყოველ წელს,
ფერშეცვლილ გრძნობებს უმოწყალოდ გაფანტულს ჩემგან,
სადღაც წაიღებს, მიმალავს და გაანაპირებს.

და მაშინ როცა ყველა ტკივილს მიტოვებს მხოლოდ,
გაშიშვლდებიან უსირცხვილოდ ჩემი ფიქრებიც,
შემოდგომისას ასე ცვივა ჩემს სხეულს სითბო
და როცა მტკივა გიჟდებიან ჩემი რითმებიც.

ეს ახლა, როცა ჩემს სხეულსაც ცვივა ფოთლები,
ტკივილებს ურცხვად აუღიათ ჩემი ფიქრები,
არ მინდა შენი გამოჩენა ძალიან გვიან,
მინდიხარ მაშინ, როცა მართლა, მართლა მჭირდები.

თუ შენმა სიტყვამ ასე მწარე დაღი დამასვა,
და ამ ქარაშოტს დაუპყრია გულისტკივილი,
მე თუ ცრემლებად დამიღვრია ეს შენი ტკენა,
არ დამცდენია შენთან ერთი ჩემი ჩივილი.

არ მავიწყდება შემოდგომის სუსხიანი დღე,
მხოლოდ ქარების ქროლვა მედგა იმ
წუთას გვერდზე,
შენ რომ მატკინე - უსირცვხილოდ გადამიარე,
და გულის ფეთქვის ხმა ისმოდა მილეულ
მკერდზე.

ქარებს ვერ ვატან, მათ არ მიაქვთ ჩემგან ეს წყენა,
მინდოდა მეთქვა ყველაფერი - რასაც ვფიქრობდი, 
მეძვირფასები - ამ სიტყვამაც დაკარგა ფასი,
და ქარიან დღეს რა მელოდა მეც არ ვიცოდი.

უკვე ღამდება, შენზე ფიქრები შერჩა ამ დაისს,
და ჩემს გაძარცვულ ემოციას გზადაგზა ვიცნობ,
ქარია გარეთ ეს სიცივე ვიცი რომ დამღლის,
გავცქერი ქუჩას იქნებ შენი სურნელი ვიგრძნო! 

                 3.09.21 თბილისი ზ.ნემსაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი