შენზე ფიქრებში, ბოლო ნაფასიც გადავაფერფლე


შენზე ფიქრებში, ბოლო ნაფასიც გადავაფერფლე

ფანჯრის რაფასთან გეძებ ისევ რომ დაგინახო,
ზაფხულს, ივლისის თქეში წვიმა ისევ აწვიმდა,
მინდა, რომ შენი ემოცია გადავინახო,
მაგრამ, ახლა ხომ ჩემს გრძნობებში ისევ გაწვიმდა.

მინდა გიხილო, მინდა ისევ ჩუმად შეგიგრძნო,
ერთი კოცნისთვის მე დავთმობდი ირგვლივ ყველაფერს,
შენთან ახლოს ვარ - მაგრამ ისე შორს ვარ ყოველთვის,
რომ ჩემს გრძნობებში, წარმოადგენ იცი?! ყველა-ფერს! 

იცი, იწვიმოს, არ მაშინებს ღამის ფიქრები,
ვიცი, რომ მოხვალ ყველა ტკივილს გადამავიწყებ,
მინდა რომ ჩემი ემოციის მტკიცე რითმები,
შემოვახვიო გრძნობად, სევდად, მე შენს ლავიწებს. 

დედამიწაზე როცა მხოლოდ მე და შენ ვრჩებით, 
როცა გრძნობებში ვიოფლებით როგორც გვჩვევია,
შენი ამბორი სხვა ასტრალში რომ მიმაქანებს,
ამაზე კარგი, სამყაროში  არაფერია.

მე პატარა ვარ, მაგრამ იცი როგორც გიაზრებ,
და ყველა წესი ფეხქვეშ უკვე გათელილია,
ზოგჯერ უაზროდ, შეცდომებსაც ჩადის გრძნობები,
მაგრამ, ვიკიდებთ, ეს ხომ ჩვენი დღის წესრიგია.

შენს მაგიდაზე, კვლავ დაგხვდება ჩემი წერილი,
სიგარეტით ხომ მე გავავსე შავი საფერფლე.
ჩემს ქვეცნობიერს შეუნახავს ძველი ტკივილი -
შენზე ფიქრებში ბოლო ნაფასიც გადავაფერფლე... 

  ზ.ნემსაძე  09.06.21   თბილისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი