ზღვაც კიდევ ბევრჯერ გააჭენებს თავის უნაგირს!
მაინტერესებს როგორ იტევ ამდენ სიყვარულს, მაინტერესებს როგორ შეგრჩა ძველი იერი და ყველასაგან როგორ იღებ ამდენ სიხარულს და ყველა ტკივილს, რომ ამარცხებ და არ ნებდები. ყველა შენს ქუჩას ახსოვს ჩემი ნაფეხურები და ეს ლექსია მონატრების დიდი მდინარე, ზღვის ტალღებს ისევ ააზვირთებს, ჩემი ტკივილი, ეს მონატრების, სიყვარულით გამომდინარე! ყველა შენს ქუჩას ახსოვს ისევ ჩუმი ღიმილი, ბავშვობის წლები მომიხმობენ შენს მონატრებას, კვლავაც კისკისებ ძველებური შენი სიცილით, შენ არ გჩვევია, რომ დაიტყო შენი ტკივილი. ზღვაც კიდევ ბევრჯერ გააჭენებს თავის უნაგირს, სანაპიროზე ყველა კენჭი შეიცვლის გზა-კვალს, მაგრამ დიდია, მონატრება შენი სიცილის და რეგალიად-"ბათუმელობა" სულ გულზედ მაკრავს. 23.10.17 ზ.ნემსაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი