მარიტას!
განა მზეა, ბროწეული აყვავილდა, განა ვტირი, ეს ცოდვილი ცრემლებია, მე მარიტას გადარჩენა ვერ შევძელი, ციციკორემ ააბუნტა დედამიწა... სამართალი დაიკარგა უგზო-უკვლოდ, ბრბომ კი მისი საქმე მაინც გააკეთა, ანგელოზი, ანგელოზი შეიწირეს როგორ ბრუნავს ეს ცოდვილი დედამიწა?! მე კი ვნახე, გახლეჩილი ბროწეული, მე კი ვნახე, ის მარიტა ჩუმი სევდა; დავინახე ბრბოს წევრების სინანული, -რომ წაართვეს დედამიწას სიყვარული. დავინახე სისხლისფერი ბროწეული, ყველა ნანობს ის რაც მისთვის გააკეთა, დავინახე მე მარიტა კვლავ ეული, როგორ ბრუნავს ეს ცოდვილი დედამიწა?! არასოდეს ეს ცოდვა არ მოგვშორდება, ჩვენ ჩავქოლეთ სამართალი და მარიტა, ცოდვა-მადლი დღემდე ყველგან მეორდება „გააჩერეთ! ეს ცოდვილი დედამიწა“ 2017 წლის 14 ოქტომბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი