რადგან ცხოვრების რეჟისორი თავად ვიყავი!
ალბათ გავგიჟდი და გრძნობისფერ ოკეანეში ჩემს ემოციებს ერთვის უცხო მისტერიები, ვეღარ მოვითმენ უშენობის შავ-ბნელ ღამეებს ბაპტისტერიებს ავაშენებ ლურჯი იებით. ვეღარ მოვითმენ უუნაროდ ღამის გათევას ამ ქმედებების კვლავ სიგიჟედ გამოცხადებას და მოჩვენებებს ჩემს კედლებზე, ღამის კოშმარებს, ყველა სიზმარი სამწუხაროდ ნათლად ცხადდება. ცის კაბადონზე მხოლოდ ერთი ვარსკვლავი ბჟუტავს, ღამის გარიებს შეუპყრიათ რითმის ლოთები და ჩემს მახლობლდ დაუწყიათ მათი წამება მაშინ დავიწყე შენზე წერის მწვავე შფოთვები. მას შემდეგ ახლაც, ხო ნუ გიკვირთ, ახლაც მარტო ვარ გახაფზულის მზეს ვეფიცხები, ჩემთვის ვყვავილობ ნუთუ დასრულდა ცხოვრებაში ჩემი გართობა სევდიან ლექსებს ვუმზადებდი მზისფერ საფირონს. მაგრამ ცხოვრების რეჟისორი თავად ვიყავი, ყველა მსახიობს ვარჩევდი და მევე ვკიცხავდი, მთავარ როლს გაძლევ, ითამაშე როგორც მე მინდა ყველა შეცდომას გპატიობდი და თან გიცავდი. როლებს არ ვცვლიდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი ზოგჯერ უნიღბოდ, ზოგჯერ ნიღბით მეც ვთამაშობდი ფიცხ რეჟისორს კი მთავარ როლზე შემხვდა თავნება თავისუფალი, უმორჩილო-რაღაც არსება. მართლა სპექტაკლად გადაიქცა ჩემი ცხოვრება, დამატებითი არსებობა და ჩემი დრამა ვეღარ ვითმენდი მე სცენარის უჩვეულ შეცვლას ყოველდღიურად მეწვებოდა მოთმენის ძრავა. (აქ ტაში უნდა, ხმამაღალი და შესვენება) მაგრამ მიყვარხარ, როცა მესმის და თან როცა ვგრძნობ, ფიცხ რეჟისორსაც მავიწყდება ჩემი სპექტაკლი უნდა დაუშვა, უნდა შეცდე და ითავნებო ცოტა იფრთხილე რადგან შენ ხარ ჩემი პენტაკლი. მართლა გავგიჟდი, ვაღიარებ ახლა ვიგრძენი მე უშენობის სიგიჟე მჭირს მაგრამ არ გესმის რა უხმაურო საღამოა სევდა ძგერს ირგვლივ სპექტაკლი ბოლოს ჩემი სიტყვა მაინც ხომ (მე) ითქმის?! შენ კი მოსმენა არასოდეს არ გყვარებია მუდამ ჯიუტად შენი გოლის ჩათვლას ითხოვდი, რისი სპექტაკლი? რა როლები? და გაფორმება? ამ დამარცხებას თავიდანვე იცი რომ ვგრძნობდი. მე არ ვთამაშობ, ყველა ნიღაბს ვუთმობ მსახიობს, ორი როლია:შენ და სხვა - ჩემი სცენარი მე ისევ მარტო როგორც ამბობ გაგიჟებული სწორედ ასრულებ, არ მინდოდა მაგრამ ეგ არის. მე კი დაგითმობ, ყველა ჩემს ტაშს, ყველა წოდებას და ცხოვრებაში ჩემი როლიც ვერ დავიცავი სპექტაკლის ბოლოს თუ გავქრები ანდაც მოვკვდები თავს უმეორე, რომ სასტიკად გიჟი ვიყავი. არ დაგავიწყდეს რომ მთავარი როლი გიბოძე ფიცხ რეჟისორს კი მთავარ როლზე შემხვდი თავნება, წარმოვიდგინე შენი სახე ირონიული ნუთუ ძნელია, გიჟისეული გრძნობის გაგება?! ნუთუ რთულია თუნდაც ერთხელ ჩემი მოსმენა?! მართლა გიჟად მთვლი?! თავი ჩემი ვერ დავიცავი იცი ვისწავლე ტკივილების ჩუმად მოთმენა რადგან ცხოვრების რეჟისორი თავად ვიყავი! ზ.ნემსაძე 10.04.22 თბილისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი