მე ამ შეხვედრას "საუკუნის შეხვედრას" ვარქმევ


შენი ტუჩების თბილი სითბო ახსოვს ჩემს ყურებს,
როცა შეჩერდნენ, ბაგეებმა დაიწყეს თრთოლა
ეს ყველაფერი იყო, ერთი ივნისის ღამეს
როცა, მე მოვრჩი შენზე ლოცვას და ღამის ბოდვას.

შენი შეხება შევინახე, ქვეცნობიერში
ყველა სხვა ფიქრი, მზის მხურვალე კოცონზე დავწვი
ასე არასდროს არ ვყოფილვარ მე ლმობიერი
რამდენი რამე შევინახე, რამდენი არ ვთქვი.

ბებერ ჭადრებთან, ჩემი ბაგე შეეხო შენსას 
ჩემმა გრძნობებმა, გააჩერეს თავად ის წამი
და შენს თვალებში წავიკითხე გულწრფელი ვნება,
მე იმ წუთებში კვაზიმოდოს სილუეტს ვგავდი.

მე არაფერი არ მესმოდა, შენი ხმის გარდა
მე არაფერზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ გიგრძნობდი
შენი წამწამი, იცი ჰგავდა ქარების ქროლას
ასე მეგონა, ახლა გნახე და არ გიცნობდი.

დიდხანს გიყურე, არ მინდოდა შენი გაშვება,
ამიწიოკდნენ ჩემი გულის - შენზე ფიქრები,
მაგრამ გაგიშვი, ბაგეები ისევ ათრთოლდნენ
ჰო მე გავუშვი, შენც წახვედი, მაგრამ დროებით.

ჩვენი შეხვედრა იყო, ერთი ივნისის ღამეს,
ბებერ ჭადრებთან, ჩემი ბაგე შეეხო შენსას,
მე ამ შეხვედრას "საუკუნის შეხვედრას" ვარქმევ
ბებერ ჭადრებთან, ხმაურობდა იმ ღამის ვნება.

               ზ.ნემსაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი