Dixit Algorithmi


ორი იზოლდას ვუყურებ სცენას,
ცვენას მათივე მწარე ცრემლების,
ძირძველ ყმუილში უმნათი მგლების,
ძმებიც ტირიან, ნაჭრილობევნი...

ხელთეთრაც მინდა, ოქროსთმიანიც,
ლაჟვარდხმიანნი, ვით ფლაჟოლეტი,
მათკენ მივიწევ, მე, ბარონეტი,
რეტი დამესხა ბარდის ხმაურით...

გულზიდვა მიპყრობს ჟან-პოლ სარტრივით,
მარტივი ფაქტი დევს ჩემ წინაშე,
მართლაც, გრძნობები გადავიმლაშე
და დავიშალე ფიქრნი ჩემს თავთან!

სისხლდაწრეტილი გდია ხოპეში,
პეშვი სიკვდილის გრძნეულ წყალისა,
ქვეყნად უჩუმრად მოწანწალისა,
პწკალისა, წრიულ ჯოჯოხეთიდან.

ტრისტანი მოკვდა, მიჰყვა რომეოც,
რომელნიც ახლა არსად არიან
და მე მათ გამო არ მიხარია,
მითხარი, რა ვქნა?! რით მოვისვენო?!

მხოლოდ ჰუსდანის შემრჩა იმედი,
იმედი მხოლოდ პტი კრიუისა,
არ მენატრება ხმა ფირუზისა,
მუზისა როგორც ბროლის თვალები.

სპატაგაყრილი ვწევარ მიწაზე,
წინაზე, გულში დამკრეს კატანა,
რომეომ სევდა თან გამატანა,
კატანა ფეთქავს აორტის დარად...

აჰა იზოლდა! აჰა ტრისტანი!
მტრის დაშნა ლპება კაპილარებში,
როგორც სინათლე დროის სარტყლებში,
მატლები ძრწიან მიმოთენთილად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი