ვოლტერიანული გიმნოსოფია
ფრანსუა მარი არუეს კანდიდი თავი მგონია, მუზებმა სულ გამაბრუეს, ელისე მონაგონია... ზადიგი ვით ბედისწერა დამყვება მოჰიკანივით, ვენები მან დაისერა, ვერტერმა ღრმად და განივად. ჟაკ ფატალისტის სიმშვიდე ბოლო ხანს ჩემი ხვედრია, ჯოჯოხეთის წრე, მეშვიდე, ვოლანდი არ შემხვედრია. მორდორი ჩემი ბოლოა! თავს ვერ დავაღწევ ინფერნოს, მორდორი ეს სიმბოლოა, როგორც ცა მოიისფერო. ცხრავე წრე უკვე გაივსო, სულ გაყინულა ვოლანდი, მინდა რომ გავამაისო სივარდე ვით აქროლადი. ფორტუნა უკვე არ მწყალობს, ბრმა ვარ, ვით იუსტიცია, არ მინდა ვარდი ვაწვალო! არ მინდა ვგავდე ტიციანს! გაცივდა განსაწმენდელი, პურგატორიუმს აღარ ჰგავს, გგონია ისევ შენ გელი?! ცრემლები აღარ დამდაგავს! ბედწერა ვით დენი დიდროს ჟაკ ფატალისტის ხვედრია, ვეღარ გავიყვან, მე, დიდ დროს, ნოტუნგი მე მომხვედრია. ფრანსუა მარი არუეს კანდიდი თავი მგონია, რუნებმა სულ გამაბრუეს, ვალჰალა მონაგონია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი