კალამბური ვეფხვზე


ეს ლექსი არ ჰგავს სხვა ლექსთა წყობას,
აქ არ ვაპირებ გრძნობების ფრქვევას!
და არ შეგიქმნით ნარნარ განწყობას!
რესენტიმენტი რადგან აქვეა...

ვურჰესი ჩემში ისევ იღვიძებს,
რომ გამოშიგნოს იგი, უგვანი!
ვერ ეღირსები უკვე სიმშვიდეს!
და დაიწვები, ვით ურუგვაი!

ვერსად წაუხვალ უკვე მაიერსს!
ყველგან მოგაგნებს! განწირული ხარ!
შეღონებისგან ბევრი მაყვირეს...
მაგრამ სულ ბოლოს ვინ ატეხს ხარხარს?!

შენს კოშმარებშიც მოვა კრუგერი!
და გამოგიყვანს წირვას იცოდე!
მე ბევრ სიმწარეს, რომ გავუძელი,
მას შემდეგ მოგწვდი, რას გაიოცე?!

კინთიას ვეფხვი მოგელანდება!
მისი კლანჭები შენს ყელთან მოვა!
და რეალობა თითქოს ლანდდება,
თოვლის მაგივრად სისხლმა მოთოვა...

იცოდე! მოვა ბლეიკის ვეფხვი!
და შემოგაჭდობს დაჭიმულ ძარღვებს!
მე ვიხალისებ ნაწლავთა ხერხვით,
ჩემი ხერხი, რომ სრულად გაგარღვევს...

ვეფხვი კი დალევს შენს ბინძურ ვენებს!
და ამოწუწნის შენგან სიყალბეს!
შენი ტანჯვა კი არ დაისვენებს,
სანამ არ გათქვამ სრულად სიმყრალეს...

ახლა იცინი?! ძვირად დაჯდება!
მალე ჩაგდებენ ჭია-მატლებში...
და როს შენს გვამზე ვეფხვი დაჯდება,
თან გაკეთრდები ნატამალებში!

ეს ლექსი არ ჰგავს სხვა ლექსთა წყობას,
აქ არ ვაპირებ გრძნობების ფრქვევას!
და არ შეგიქმნით ნარნარ განწყობას!
რესენტიმენტი რადგან აქვეა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი