Die Nibelungensage/Das Nibelungenlied/Der Ring Des Nibelungen
Götterdämmerung, Götterdämmerung, ექო გაისმის ორბიტებს შორის, რაინის ოქრო ფერფლისფერ ფსკერზე ჩნდება ტვიფრივით იზოლდას მკერდზე. Götterdämmerung, Götterdämmerung, ექო გაისმის პლანეტებს შორის, უშენოდ ვკვდები, მე, ვით ტრისტანი და რუსლანივით, ჩემი, თრთის ტანი. Götterdämmerung, Götterdämmerung, ექო გაისმის ვარსკვლავებს შორის, მინდა დაღამდეს ჩვენთვის, იზოლდა! მინდა შენ გამო აღარ ვფხიზლობდე. Götterdämmerung, Götterdämmerung, ექო გაისმის მნათობებს შორის, ვკოცნი ლუდმილას ვარდისფერ მკერდზე და თან ვეშვები რაინის ფსკერზე. Siegfried, Siegfried, ბეჭედს სდარაჯობს მკვლელი ფაფნირი, ნიბელუნგების განძი ხარ ჩემთვის, ან ვით ფასკუნჯი ცით მონაფრენი. Siegfried, Siegfried, ფაფნირს გავუყრი ზიგმუნდის ნოტუნგს, ოღონდ შენ გნახო ჩემო ლუდმილა! მიმეს ყიჟინს კი ვაქცევ დუმილად. Siegfried, Siegfried, დრაკონის სისხლით განბანილ ბეჭედს, მხოლოდ მივართმევ ღირსეულ ტრისტანს! ტარნჰელმის მფლობელ ვალჰალას ტიტანს. Siegfried, Siegfried, დაჩეხილ ვენებს მოწვეთავს შხამი, იწვის ასგარდის ვარსკვლავთკარიბჭე და ატლანტოსი ტატნობს არ იჭერს. Die Walküre, Die Walküre, ექო გაისმის ვოდან ვაგნერის, ნორნებისდარი მესმის ოპერა, რამ მომაფინა ცრემლი ორფერად?! Die Walküre, Die Walküre, ექო გაისმის ზიგმუნდ ვაგნერის, ზიგლინდეს საფლავს ვერ მივაგენი! ოჰ! რა მძიმეა დარდი ამდენი. Die Walküre, Die Walküre, ექო გაისმის ტრისტან ვაგნერის, ვით ნიბელუნგი დონერის მარში! ტანჰოიზერის ფროსფერი რაშით. Die Walküre, Die Walküre, ექო გაისმის ზიგფრიდ ვაგნერის, ბრუნჰილდეს სამარხს ვერ მივაგენი! ოჰ! რა მძიმეა სევდა ამდენი. Das Rheingold, Das Rheingold, ლოგეს მიმწუხრში იწვის მიდგარდი, შენ ხომ არ იცი, როგორ მიყვარდი?! როგორც ალბერიხს რაინის ოქრო. Das Rheingold, Das Rheingold, ტანჰოიზერი უკრავს ვაგნერის, ერდას ყორღანსაც ვერ მივაგენი! და გამითავდა ტყავიც, შაგრენის. Das Rheingold, Das Rheingold, ჩემო ფრეია, სულ შენ მინდიხარ, მაგრამ შენ ჩემგან მარად მიდიხარ ანტიგონეს და აიდას დარად! Das Rheingold, Das Rheingold, მე შენს მკლავებში ვკვდები, იზოლდა და შენ მოგელი მუდამ, იცოდე, ფრიგას სამეფოს ლურჯ ქვეშაგებზე…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი