ანტიგონე და ისმენე


ლურჯთვალა, ზღვისფერო ისმენე,
იცი რომ ძმები გისმენენ?!
რად დასთმე, შენ, ძმათა საფლავი

და შენს დას ასხი თავსლაფი,
ის იქცა სიმართლის მსახურად,
თუმცა კი მოკვდა უსახურად.

ვიხსენებ ძვლისფერ ჭრილობებს,
ატლანტოსივით ვჭრი ლომებს,
აღარ ჩანს ის ჩემი საცოლე,

თავს, თვით ჰადესს, რომ აცოდებს.
ვიცი რომ ცეცხლში იხრწნება
და სისხლის ტბაში ირწევა.

როგორც კი გული გიხსენებს,
სევდა მაოგნებს ისმენე,
არც ანტიგონე მასვენებს,

როს გადავუხსნი მას ვენებს,
ლირის დამხრჩვალი შვილივით
და სირენების კივილით,

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარის ჰქრის!
ისმენეს ღალატიც მკრთალად კრთის.
ძმებს უთხრა ჰადესზე უარი,

აჰყარა მკვდართა ვუალი,
ბრძოლაში განაწრთობ ტიტანებს,
ჯოჯოხეთს ნაზად, რომ იტანენ.

არ მინდა მსგავსი სიცოცხლე
და სიყვარულის სიცეცხლე,
აღარ მსურს მკრთალი ისმენე,

ჩემს ტუჩებზე, რომ ისვენებს,
არ მინდა არც ანტიგონე,
ის უკვე აღარ მიგონებს.

არ მიყვარს არც ოფელია,
რადგანაც მკვდრად მყოფელია,
ისმენეს გვამიც ტივტივებს,

როს ვეფერები ცივ ტიტებს,
რძისფერ მკერდივით მხურვალეს,
ვით ციკუტივით მძულვარეს.

ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!
ისმენეს ღალატიც მკრთალად კრთის,
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი