სანსკრიტული პულსაცია…
მედიტირებს მზე და ვეღარ გხედავ მანდა, შენ გარეშე ვიწვი, გული გადაქანდა და საკურას მტვერში თმები გაგებლანდა, მოგონება შენზე, გაკრთა და აალდა. ერთხელ ნახვა შენი, სამყოფია დარდად, მსურს დაგიგო ფეხქვეშ მთვარე ფიანდაზად, პირისახემ შენმა, ბრაჰმა მომალანდა და გაისმა ექოდ: ფარდა, ფარდა, ფარდა! ჩინურ ჟასმინივით მიწვა და მინავლდა, შენი სევდა თვალთა, ჩემში დაბინავდა, ატმანმა კი შენმა, ცად გაინავარდა და ტუჩები შენი, ბრწყინავს ვედურ ვარდად. შავი თმები მისი, მეფინება ლანდად და რხევები ჩაკრის, მაგონებენ ვარდნარს და ლოტოსი ჰინდის, შენს თავს მიმალავდა, შენ გარეშე უკვე დჰარმაც გადაგვარდა! გამომხედე ერთხელ, ხმა გამეცი ანდა, ხომ იცი, რომ ჩემი ნირვანა ხარ ნაღდად! და კარმული კოცნით თავგზა ამებლანდა და უშენოდ ყოფნით სუნთქვა გამიმწარდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი