ცხოვრების ამაოება და სიმწარენი მისი…
ცხოვრების ამაოება და სიმწარენი მისი, ტრაქტატში აქვს აღწერილი, შოპენჰაუერ არტურს, დავაგემოვნე, ვიგრძენი, სიმწარე ამ სასმისის, გარს მახვევია სარკაზმი, როგორც რგოლები სატურნს. ირონიაა ცხოვრება და აბსურდია დიდი, მაგრამ მინდა, რომ გავუძლო, სტოიკოსივით ვიყო, სულელი ადრე ვიყავი, სიმწარეს ცუდად ვთვლიდი, აღარ მაქვს უკვე კითხვა, - ცხოვრებამ ეს რა მიყო?! ნიცშემ ლოზუნგი წარმოთქვა: ყოველთვის Amor Fati! მეც ვეთანხმები ამაში, არ გავურბივარ შეოლს, მაგრამ მე სიკვდილსაც ვეტრფი, მატრიმონიის ფატით, მივმართავ ფილოსოფიას, ტანჯვაში რომ მეშველოს. ფრანც აბსურდ კაფკას პროცესი და გარდასახვა მიყვარს, კამიუს უცხოს ამაო იჭრება ყოფა ჩემში, გულზიდვა მიტაცებს სარტრის, ჰგავს პირონიულ მყინვარს და იტოტება გრძნობა დარგული, ვით მე ედემში. ცხოვრების ამაოება და სიმწარენი მისი, ტრაქტატში აქვს აღწერილი, შოპენჰაუერ არტურს, გავსინჯე, დავაგემოვნე სიმწარე ამ სასმისის, გარს მახვევია სატირა, როგორც რგოლები სატურნს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი