უტოპიური გალერეა
ვწევარ დივანზე გოეთეს, ნიჰილისტური განწყობით, მიჯაჭვული ვარ პრომეთესს ნიცშური წყობით. მოგგავს ვენუსი მილოსის, მშვენებით ანტიკვარული, ქიმი ბრწყინდება კლიროსის, ვით სიყვარული. მეტი ხარ, შენ, მადონებზე გრანიტის გალერეების, მეტი ხარ პრიმადონებზე სანტის ფერების. ადრე ვეძებდი, მე, სატრფოს, ახლა გულზიდვა მეწყება, ედგარ პოსავით, მე, ვნატრობ ყორანთა წყებას. არ მინდა არც ანნაბელ ლი, არც პენელოპეს დანახვა, აღარ ვარ ნილსენ ნაგელის მე, გარდასახვა. ვწევარ დივანზე გოეთეს, ვიტალისტური განწყობით, მიჯაჭვული ვარ პრომეთესს არტურის წყობით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი