ღმერთების დაისი


მაინც მიყვარს ის მშვენება,
თუნდაც ჩემი აღარ იყოს,
ვალასკალფი მეჩვენება,
თითქოს თორის მამა ვიყო.

მე ნაფლგარით შენთან მოვალ,
რომც დაიწვას ბილსკირნირი,
ტანგრისნირმა თუ დამტოვა
წამიხდება მანდვე ნირი!

მეგინგარდი შევიხსენი,
მოვიცილე მიოლნირი,
ვერ ავზიდე მისი სენი!
ვერ ავუგე სესუმნირი!

მზეს მიჩრდილავს იგდრასილი,
ცალი თვალით ვეტრფი რაინს,
ჩვენ ორს შორის იდგა ნისლი
და აკრთობდა მთვრალ აზრაილს.

ტანგნიოსტრი ვეღარ მიჭერს
და ვალჰალა ჩამოიქცა,
ვებჯინები ლურჯი ცის ჭერს,
სანამ ისიც ნისლად იქცა.

რაგნაროკის საგაა ეს
მხოლოდ შენთვის დაწერილი,
ფოლკვანგი ხომ შენ აგიგე,
როგორც ლექსი დამეწყრილი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი