ხვალინდელი დღე...


კოცნა და ცხელი ტუჩების გემო
ირევა სისხლში და იყინება,
მონოლოგს ვუთხრობ მას, საგანგებოდ,
ისმის ბაყაყთა ხმა, ყიყინება.

სიყვარული ხომ არის ტყუილი
და მოგონების მყრალი ჭაობი,
ფეთქავს კატანას ელვა, წუილი,
სისხლი რაკრაკით შუბლზე ჩამორბის.

ვიცილებ დარტყმებს და ბედისწერას,
რესენტიმენტულ ბუტაფორიას,
ყელში კატანა ამოიწვერა,
ვარწყევ ღვინოს და წითელ მორიას.

ნერწყვში ირევა სისხლის ფენები
და ცივ კატანას ზლაზვნით ახურებს,
მაინც ეს მიჯობს ქალის ფერებას,
მძულს გრძელ წამწამებს, რომ აფახურებს.

პირის ღრუს მივსებს კატანას ტარი,
მაგრამ ეს მიჯობს ბეჭდის ტარებას,
ჩემთვის უფროა ეს ასატანი,
ვიდრე ქორწილის ცრუ ვითარება.

ოჰ! ვენაცვალე მე, ამ კატანას!
სისხლის გუბეში ვიხრჩობი მისით,
ოჰ! ვენაცვალე მე, ამ კატანას!
და ჩემ გარეშე დგება მაისი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი