ზეგინდელი დღე...


ოჰ! ვენაცვალე მე, ცხელ კატანას!
სისხლის გუბეში ვიხრჩობი მისით,
ოჰ! ვენაცვალე მე, ცივ კატანას!
და ჩემ გარეშე დგება მაისი.

დგება მაისი და მიხარია
საკურას წვენს, რომ ვეღარ ვიგემებ,
სარკოფაგს ამკობს მიხაკი, ია,
სიკვდილს ჯილდოსთან, მე, ვაიგივებ!

სიმშვიდის ზღვა ვარ თითქოს ბოლო დროს,
თან კრაკენის ზღვაც, შორბნელ ტიტანზე,
მინდა სატურნმა, რომ გამაქროლოს
და ავუტანო მთვარის ტიტა, მზეს!

მალბობს სიმშვიდე მთვარის კრატერში,
როგორც სივრცე-დროს გრავიტაცია,
მიყვარს სიკვდილი რაშთა თარეშში
და მარტოობის აგიტაცია!

ლპება კატანა ჩემს პირის ღრუში,
ჟანგმა დაფარა ბოლო ჭრილობა,
გადამასვენეთ მზიან პერუში,
არ დაივიწყოთ ძველი ზრდილობა!

დამდეთ პერუში, პირამიდებთან,
დაველოდები სფინქსიან სატრფოს,
გამაიგივეთ რომის იდებთან
და შემახვედრეთ ჩემს ძვირფას საპფოს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი