ცისფერი იადონები


მაღალი მთიდან ვეხვევი ღამეს,
თავს მიმშვენებენ იადონები,
იქვე მღერიან პრიმადონები,
ხსოვნას მიძღვნიან პირამიდათა.
 
უცებ ცისფერმა ზეცამ ინათა,
ეჭვიანობით სილა გამაწნა,
ნიაღვრის თქეშში შუბლზე დამაწვა,
გარს მომახვია ჯარი მერანთა.
 
იქნებ ქარბუქი უკეთ მემართა,
რიტმს მოეღწია ჩემთან ვერლენის
და დასიზმრებას ორი ვერნერის
შემოეღწია მსგავსად მყინვართა.
 
შუქი აენთო იმ იანვართა,
ზამთრიან ღამეს, რომ ინავარდა
და სერენადაც თუ ითავადა,
გადაუქროლებს ცისფერ სენასაც.
 
მერე მასწავლის ფრთებით ფრენასაც,
რომ ამიფეთქოს გრძნობა ფერადი,
ლურჯა მდელოზე მიმოფენადი,
ფრიდრიხ შილერის ცისფერ დრამათა.
 
მათმა წაკითხვამ გულყრა დამმართა,
რა სასტიკია ფრანცი მოორი,
რამ შეაძულა თავის ძმის მძორი,
გთხოვ, არ შეეხო მის ამალიას,
 
მისთვის სიცოცხლე საწამლავია.
ყაჩაღთა გუნდი შეკრა კარლოსმა,
მზეს, რომ შეაკვდა იმ იკაროსმა
საყვარელ მამას ზურგი აქცია.
 
ფრანცის ღალატმა სულ დამაქცია,
ცრემლით შევხედე სამეფოს ცათა
და გადავლახე მზიური ცხრა მთა,
თვალწინ აფრენილ ჩონჩხიან გემით.
 
ზეცაც მიყურებს გვემით და გვემით,
შეშლილ სახეთა ჩუმი ძიებით,
ლურჯფერი მთვარე მოვრთე მძივებით,
როცა ცისფერთა თაღი ჩამოწვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი