ფორთოხლისფერი შემოდგომა


ფორთოხლისფერი შემოდგომის ციურ სვეტებით,
ქარი ეხვევა დავიწყებით ფოთლების გვირგვინს,
წვიმა მზად არის ესაუბროს ქალს მიტევებით,
მაგრამ ქალწული შემოდგომის ჭენებით მირბის.
 
ამ დროს კი ზეცა შეიმოსა ვერცხლის სიცივით,
ცხრათვალა მთვარე დაჩოქილა ქალის ფეხებთან,
ხოლო ქალიშვილს აგონდება მხოლოდ სიცილი
და ცისფერ სხივებს ზეციერი ნაზად ეხება.
 
როცა პირველად დაგინახე ვარდთა ფენაში,
ცისფერი ნამით შეფერილი ჯარი იათა,
თავს გიმშვენებდნენ ყვავილების გამოფენაში,
როცა მზის დისკომ სხივოსანი ფრთებით ინათა.
 
იქვე შეჩერდა პლანეტათა წრეზე მიმოვლა,
ლურჯი ღრუბლები ტატნობიდან ძირს ეშვებიან,
ამ დროს, ტყის ნიმფამ, ნაწნავებში, ცისფრად ითოვლა
და ზამბახები შემოდგომას არ ეშვებიან.
 
შენთვის მოვხსენი ციაგ სატურნს თვისი რგოლები,
ქრიზანთემებით გუშინ მოვრთე შენი ბეჭედი,
ლაჟვარდ ჯოჯოხეთს შენი ხათრით შევებრძოლები,
შენ გარეშე, რომ სუნთქვა მიჭირს ნუ შეეჭვდები.
 
შენი გულისთვის სიყვარულმა ღამე ათენა,
ფურისულების ნიავქარში დავრგავ მიმოზას,
ვერ ედარება სილამაზით ლურჯი ათენა,
როცა აპრილი ყვავილებით ზეცას იმოსავს.
 
მინდა, რომ მხრები შეგიმოსო მწვანე ფოთლებით,
რატომ მიმალავ ყაყაჩოთა ოქროს ნაწნავებს,
ბოლოს მომიღებს მონატრება მძიმე შფოთვებით,
რადგან ტიტების მიმოქროლვა ძლიერ მაწვალებს.
 
შენს ფეხთა ირგვლივ გვირილები მიმოფენილი,
გზას მიკვალავენ ბნელ ღამეში იადონივით,
აღარ მაწუხებს ნაზი სევდა თან მოფრენილი,
უცივეს გრძნობას აქანდაკებს ია, თოვლივით.
 
მზის შუქ-ჩრდილებით იფერება შენი ტბორები
და მკრთალ კისერზე დაგფენია მწვანე თაღები,
ბაღნარს უხდები ისე, როგორც ხეხილს რტოები,
როცა შეარხევს მთვარე არფას ბროლის ბაღებით.
 
ღრუბლის სვეტებით მომაჭენებს ლურჯა მერანი,
ლურჯფერ ნაწნავში იმალება სცენა თეატრის,
აღარ მადარდებს მიტოვებულ ქალთა ჟღერანი,
რადგან ტატნობიც ფერადობის ცვენას შენატრის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი