მზიანი ვერანდა


შენი თვალები მწვანე ტბებია,
რომ ასხივებენ ცისფერ ოცნებას,
მზეც და მთოვარეც შენით ტკბებიან,
ფეხქვეშ გიფენენ ცას, საოცრებას...
ვარდის ფოთოლი ნელა ეშვება,
რომ დაგაფაროს ვერცხლის საბანი,
შენზე ფიქრებს ხომ ვერ შეეშვება,
ტიტა, ყაყაჩო, იასამანი...
ზეცა აშუქებს ზღვისფერ ალიონს,
ჩემკენ ისროლა ლურჯი სხივები,
შენი ტუჩები მინდა დავლიო,
რომ მიმეფანტოს მუნჯი ხილვები...
ისევ მიმოქრის მწვანე აისი,
რომ მივემსგავსო ჩვიდმეტ იანვარს,
თითქოს ფრთებმკრთალი ჭიამაისი,
თითქოს ვაკოცო ლაჟვარდ ია-ვარდს...
უცებ ჩამუქდა მწვანე დაისი,
ცა შეიმოსა ბაცი ფერებით,
ოჰ! მთვარისფერი, მინდა მაისი,
ლურჯფერ ტატნობთა მიმოფერებით...
და განთიადდა დასალიერი,
რომანტიული, როგორც ცა არი,
იის, ენძელის, მიმოზისფერი,
როგორც ფერსავსე ღამის ცარგვალი...
მზეც და მთოვარეც შენით ტკბებიან,
ფეხქვეშ გიგებენ ცას, საოცრებას,
შენი თვალები ზურმუხტ ტბებია,
რომ ასხივებენ მზისფერ ოცნებას...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი4 წლის წინ

გენიალურია!

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი