საზაფხულო ეფემერა


გუშინ დავიფიცე იმის დავიწყება, 
ლირის სატანჯველი რამაც გამახსენა,
ისევ მომწვანოა მასზე ფიქრთა წყება
და ვერ შეედრება ძილში ნანახ სცენას...
დღეს კი წამოთოვა სევდამ უთენია,
ირგვლივ მოაბნია მისი მონატრება,
მთელი ზღვის ნაპირი მიმოუფენია,
უკვე მომახსენეს დილის მონასტრებმა...
გარეთ გამოვედი დარდის ფაეტონით,
ვნახე ყვავილები კოცნით დაბნედილი,
ჩემი ოცნებებიც მასზე მიმოვფანტე,
იქვე მოგონებაც, ყველა, აწინდელი...
ვხედავ იასამანს, ჩემ წინ, მწოლიარეს,
თოვლის სიმძიმეში, რომ ვასულიერებ,
იქვე შორიახლოს ისმის როიალი
და მოჩვენებები წარსულ ქიმერების...
გუშინ დავიფიცე იმის დავიწყება,
ლირის სატანჯველი რამაც გამახსენა,
ისევ მომწვანოა მასზე ფიქრთა წყება
და ვერ შეედრება ძილში ნანახ სცენას…
დღეს კი წამოთოვა სევდამ უთენია,
ირგვლივ მოაბნია მისი მონატრება,
მთელი ზღვის ნაპირი მიმოუფენია,
უკვე მომახსენეს დილის მონასტრებმა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი