გაზაფხულის მოგონება
პირველად გნახე მარტის თავსხმაში, მინდვრის ყვავილთა გფარავდა მტვერი, დილის რიჟრაჟის მძივთა ასხმაში, ტუჩების კოცნით ძლიერ დავთვერი. როცა შეგეხე თმის დალალებზე, ჩვიდმეტი პეპლის ფრთათა ცვენაში, დაგფარფატებდნენ მწვანე თვალებზე, ვარდის ტალღათა მიმოქცევაში. იქნებ შემეხოს ლურჯი მაისი, ან იანვართა სუსხით გამოვთვრე, როგორც ციმციმი ჭიამაისი, ღვინით ირწყვება ტრფობის სამოთხე. ჩვიდმეტი ტალღა შენკენ მოიწევს, ცად აგიტაცოს მზის კაბადონზე, მინდა, რომ გვერდით ჩუმად მომიწვე ან ჩემს ფიქრებზე, რომ გაბატონდე. ქრიზანთემებით მოგიწნავ გვირგვინს, ზღვას გადავივლით ცხენთა ჭენებით, იათა ფურცლებს მოვაბნევთ ირგვლივ, რომ გაგვაბრუონ ცისკრის ჩვენებით. ალბატროსები დგამენ ოპერას, ხელჩაკიდებით ვუსმენთ გალობას, ვეღარ ვიხსენებ მზის მიმობერვას, რომ ამშვენებდნენ მარადქალობას. ოჰ! რა ტკბილია შენი ღიმილი და მოციმციმე კბილთა ბროლება, გიახლოვდები ლურჯი გვირილით, როგორც ოცნების დაბოლოება. ისევ გაცვია მაისის კაბა, ზაფხულის თვეთა ფერადოვნებით, შენი სახება ბორკილებს მაბამს, შორეულ გრძნობის ფერთა ხმოვნებით. უცებ იელვა ვერცხლის მნათობმა და მოგვანათა ლურჯი სხივები, შენმა ტუჩებმა ღვინით დამთოვა და მომაგონა ძველი ხილვები. ოჰ! რა ტკბილია შენი ღიმილი და მოციმციმე კბილთა ბროლება, გიახლოვდები ლურჯი გვირილით, როგორც ოცნების დაბოლოება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი