ex amore, ex nihilo
ისევ ის, ისევ იქ, ვერანდა, მთვარემოსილი მძივებით, ცის თაღი, რომ შეფერადდა, ლურჯ თვალთა გამოსხივებით… ოჰ! გამოვიდა მშვენება, მთვარე აშუქებს აივანს, ღამე, რომ ჩაესვენება, ლურჯა ცხენებით წავიყვან... ოჰ! რა ცისფერად ირწევა, სახეზე თმაჩამოშლილი, მინდა ცის წვერის მიღწევა, თავს, რომ დავადგა ყვავილი... ოჰ! ის უყურებს ცის კიდეს, როგორც ტატნობთა ბროლებას, ოჰ! როგორ მინდა მივიდე, მის ყელს ვერცხლივით მოვება... ოჰ! როგორ მინდა ვაკოცო, გიშრის მკლავებზე ფერებით, გრძნობებით, რომ გავაოცო, მოვრთო უთვალავ ფერებით... ოჰ! გამოვიდა მშვენება, მთვარე აშუქებს აივანს, ღამე, რომ ჩაესვენება, ცისკრის ცხენებით წავიყვან... ლაჟვარდმოსილი მძივებით, ცის კიდე, რომ შეფერადდა, ლურჯ თვალთა გამოსხივებით, ისევ ის, ისევ იქ, ვერანდა... შენიშვნა: ex amore, ex nihilo - სიყვარულისაგან, არაფრისაგან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი