მე მომენატრა ყვითელი დანტე


ჩემში ანთია ყვითელი სივრცე, 
ვით ცეცხლმავალი ცივი სიზმარი
და აღარ მინდა სევდა, რომ მივცე,
ჩამავალი მზის ლურჯ ანდამატებს.
 
ვიცი სიკვდილი ისევ ამანთებს,
ვით კარენინა ლიანდაგებზე,
მაგრამ გრძნობებმა ისევ გამათბეს
და  ვთქვი დიდი კი, როგორც თქვა ნიცშემ.
 
მაგრამ ზღვის პირას დანას დავიცემ,
მუდამ განბანილს ნოტიო სევდით,
სხვების განაჩენს უკვე არ ვისმენ
და მიტოვებულ ზამბახთა მანტრებს.
 
მე მომენატრა ყვითელი დანტე,
იაშვილივით არ ვარ ტირანი
და ყრუ ბეთჰოვენს ვეტყვი მე ანტრეს,
როგორც ტერენტი და ტიციანი.
 
ვარსკვლავიანი და ზეციანი,
მისი ტუჩების სევდა მაოგნებს,
ისევ მოცარტი და ტიციანი,
გული ამ ტკივილს უკვე ვერ იტევს.
 
შუაღამით ველი იისფერ ტიტებს
და მაგონდება მისი ღიმილი.
ოჰ! დავუკოცნი მტრედისფერ თითებს,
ვით სიზიფოსი ღამენათევი.
 
მინდა ვაკოცო შენს რძისფერ ტუჩებს,
როგორც სისხლისფერ ეპიტაფიას,
სულ შენზე ვფიქრობ და მენატრები,
შენი თვალები მზეებრ თაფლია.
 
მე მომენატრა ყვითელი დანტე, 
იაშვილივით არ ვარ ტირანი,
მიყვარს შექსპირი, ასწიეთ ფარდა,
ვახრჩობ ოტელოს, სულ მოტირალი.
 
რა ვქნა, მომბეზრდა დღეთა ტრიალი,
სევდის ნაპერწკლებს ვფანტავ იებად,
ცრემლებს მოვაბნევ ვერცხლის მძივებად,
როგორც გორიო, ლირივით მარტო.
 
ირგვლივ თოვლია სააპრილ-მარტო
და ფიანდაზად ნაგები ზეცა,
ტანჯვა ნიცშესგან მე გადმომეცა,
ვით ჰორაციოს ლურჯი სიმშვიდე.
 
მე მენატრება ყვითელი დანტე,
იაშვილივით არ ვარ ტირანი
და ჯულიეტეს ვეტყვი მე ანტრეს,
ჩემი გრძნობებით მარად, რომ დათვრეს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი