ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს!
ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ვკვდები ივან ილიჩივით, ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! აქერონის ექოს მოაქვს მკვდარ ბაყაყთა ირონია და ქსანთიას ვირის თრთოლა, ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ილიჩივით მიწევს ძრწოლა და ქარონის ნავში წოლა. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ქარს ყიყინი ისევ მოაქვს, ვით ბერძნული პოეზია და პეგასის ფრთათა ქროლა. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ლურჯა ცხენებს ვერ ვედრები, რადგან მოკვდა სიყვარული, მიმოზებით ნავედრები, სისხლით, ძვლებით და ვარდებით! ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ვარდისფერი ნისლი მელტვის შემოსილი ზამბახ-იით, განგმირული ლურჯი ტყვიით და რძისფერი პანაშვიდით. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! სევდა მტანჯავს, თან ტკივილი და ვატარებ მზისფერ ქაოსს, ვით მიწისფერ სამარეში ან ცხენების მკვდარ თარეშში, როგორც სევდის ულევ თქეშში. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! დიონისე ვირით მოდის, რომ დაიხსნას ევრიპიდე, ტრაგიკოსი ძველი მოდის. ანტიგონე და ისმენე თავს იკლავენ სენის პირას, გულის ფეთქვის ხმა ისმინე, ვით ილიჩის ხრჩობის კვირას! მეც ვიხრჩობი დეზდემონა ოფელიას პანაშვიდზე, ნეტავ შენზე, რომ მეკოცნა რომანტიის ლაჟვარდ ხიდზე. დაგახრჩობდი ვარდ-გვირილით, აგონიით ან ყვირილით: ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! რომანტია აღარ შემრჩა, მხოლოდ ძველი Amor Fati, შევსვი შხამის ბოლო სირჩა და დავიდგი ტანჯვის ტახტი. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ვკვდები ივან ილიჩივით, აგონიით, სევდით, ოფლით ინამება ვარდთა კონა. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! შხამს ტუჩები დაეკონა, ვკვნესი ივან ილიჩივით: ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! აქერონის ექოს მოაქვს, მკვდარ ბაყაყთა ირონია და ქსანთიას ვირის კრთომა, ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ილიჩივით მიტევს ძრწოლა და ქარონის ნავში წოლა. ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! ქარს ყიყინი ისევ მოაქვს... შენიშვნა: ბრეკეკეკექს, კოაქს, კოაქს! - არისტოფანეს ბაყაყების ყიყინი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი