თეოფიზიკური საუბრები


ვეფხვს არჯულებს ევოლა 
ბლეიკური ლირიკით, 
ომის მეტაფიზიკა 
ომს მაძულებს პირიქით!

მირაჟები გვამების 
კასრში ამონტილედოს, 
აღარ მინდა ნაგელი 
ქალის ალერსს მიენდოს. 

წითელ დრაკონს ასახავს 
ანარეკლი სარკული, 
აღარ ვიცი რა ფატუმს
მიმზადებს ორაკული. 

იხედნება მერანი
ლურჯცხენური ლირიკით, 
ომის მეტაფიზიკა 
ომს მაძულებს პირიქით!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი