სამუზეუმო ჰალუცინაცია
კალიოპე თუ ევტერპე, ჩემი მუზა რომელია? რომ დავხედე მას ტერფებზე მელპომენე მომერია. შენ ხომ ჩემი ატმოსფერო იყავი და გარს მეკვროდი, წამოსწიე ცაზე სფერო და მიწაზე ვარდად მოდი. ურანიდი თუ კრონიდი, ზევსი ვარ თუ ურანოსი? მხოლოდ ისევ შენ მომინდი, კრონოსის ხარ თუ ოქროსი? ვერც კლიო და ვერც თალია ვერ გედრება, როგორც მუზას, ურანია რა მკრთალია, კრონიდებსაც კი გაჟუჟავს. ტერფსიქორა თუ ერატო, ჩემი მუზა რომელია? აღარ მინდა მომენატრო პოლიმნია მომერია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი