მე არც მარტო ვარ, არც სხვებთან ერთად!


მე არც მარტო ვარ, არც სხვებთან ერთად,
ჩემს მარტოობას ფერი წასვლია,
მე დავიბადე სოფიის მხედრად,
კინიკოსებთან არ მისწავლია!

ჩაივლის გამხმარ ფერთა კრებული,
მე კი ტიბეტში მას ვეძებ ისევ,
ის ეთერია ცად წინსწრებული,
სტიმფალიდებით მისკენ მივიწევ.

ღამე გაფითრდა ბროლის კეთრივით
და ამოძრავებს ჩემს კაპილარებს,
არტერიების ეს სიმკვეთრივე
ალმურით მოთხვრის ხერხის კბილანებს.

ნაწლავებიდან ვიღებ ფასკუნჯის,
ამ მოგონების იმ ამეთვისტოს,
ჩემი ბრძნობაა მას მინაკუთვნი
და თავს დავიხრჩობ ცამეტ აგვისტოს!

მე არც მარტო ვარ, არც სხვებთან ერთად,
ჩემს შეყვარებას ფერი წასვლია,
მე დავიბადე აიდას მხედრად,
ფარაონებთან არ მისწავლია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი