ზეღირებულოვანი მედიტაცია
უწყინარი თითქოს და მშვიდი მე ვჩანვარ, არ გინდა, რომ მკითხო?! ვარ ან იქნებ არ ვარ? ჩემში ვხედავ დამერს და თეოდორ ბანდის, რამირესის ღამე ჩემს თავზე გადადის. კვლავ დენის ნილსენის მაკრავს მარტოობა, ისევ ვერ ვიხსენი თებერვალ-მარტობა. ედ გეინის სევდამ შემომხვია მხრები, ტანჯვის მაისებმა გაჭრეს სამარხები. ჯონ გეისი მე ვარ სისხლის ხვეულებით და კემპერიც მე ვარ ბნელი ჩვეულებით. უწყინარი თითქოს და მშვიდი მე ვჩანვარ, არ გინდა, რომ მკითხო?! ვარ ან იქნებ არ ვარ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი