სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა მისი
სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა მისი, ეს მოგონებაც ჭკნება, წყდება საპფოს სიმი. თავბრუს მახვევს შპენგლერი, როგორც წრის მეტაფორა, ხომ იცი, რომ შენ გელი, მაგრამ amor fati! ესე თქვა ზარატუსტრამ, ღიმილით დიონისოს, სიზიფოსს ვერას უზამ, როგორც მეფე მინოსს. სუბსტანცია სპინოზას, ატრიბუტ-მოდუსები, ჩემში რგავენ მიმოზას, როცა მოვუნდები. თავგზას მირევს ჰეგელის გონის ფენომენები, თანაც ისევ შენ გელი, აღუწერელ ვნებით. მარტოსული ვარ მარტო, ვით იმანუელ კანტი, თან თრობაც ვერ შემატყო და ვერც amor fati!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი