იმედია რვა ივნისი ბოლოა


ნელი ტანგო რვა ივნისის მაქმანია,
ჩემგან რჩება თავის ქალა პოეტის,
უსამძიმროდ მიატოვა მაქ მან ია,
სადაც ისევ უღიმღამოდ მომელტვის.

ვუყურებ და ვეღარ ვჩუქნი ჰორტენზიებს,
აღარ მინდა მისი სუნთქვის ატანა,
მალე ბოლო ივნისის რვას იზეიმებს,
მხოლოდ ჩემი ძვლები დააქვს მას თანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი