ვარდისფერი მერნების მსგავსი ნარკისოსი


ვარდისფერი მერნების
მსგავსი ნარკისოსი,
ბეგონიის მტევნებით
სავსე გარნიზონი.

მისი მკერდი მაგონებს
ლილიების ყუნწებს,
ლურჯთვალა მანდრაგორებს,
მე, რომ გადავყლურწე.

მე ვარ პაბლო პიკასო
და სალვადორ დალი,
მომენატრე ძვირფასო,
როგორც ამორძალი.

მის ტბორებში დუმფარა
იფურჩქნება ნაზად,
შემიყვარე, თუ არა,
ვკვდები ფიანდაზად...

ტუჩები პეტუნიის,
გეორგინის მკერდი,
რომაული ტუნიკით
შენზე მე შევჩერდი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი