Post-Mortem


ცნობიერების ნაკადად
იღვრება post-mortem კაკადუ!

გუგები ექცა უნგრუნდად,
ჩემი ჩრდილიღა შერჩა
ღრუბლფერ გუნდ-გუნდად,
გვამს რომ აღმოხდა სმერჩად. 

ფოტოზე ვხედავ post-mortem!
თვალებგახელილ ვარდნარს 
და ოთხმაგ ფორტეს,
ვაგნერულ მარშით ნარნარს.

ფრონტეებრ მეცო-პიანო,
კეთრ-თანატოსის მსგავსი,
მზემაც მიაჭკნო,
როგორც მატლებით სავსე.

სამყარო ვითარცა ნება,
შენში მიყვარდა ქთულჰუც
და გრილი გზნება.
უშენოობით სულს ხუთს.

ვკოცნი მის ტუჩებს post-mortem!
სხვა დანარჩენი ლპება,
კვლავ მეცო-ფორტე
ფეთქავს ლურჯ-ცივ პეპლებად.

მარადის უკუმაბრუნე,
ოღონდ post-mortem არა!
თუნდ გამაბრუე,
არ მაგდებ ახლაც არად!

ვფხიზლდები ძილ-ბურანიდან,
ურობოროსის ძალით,
ქუხს ურანია,
ამ პროცესიის კრძალვით.

აღარ მყავს აღარც post-mortem!
უშენოდ როგორ მოვკვდე?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი