გამიშვით ..
გამიშვით... ცხოვრებას წიხლი უნდა ვკრა! მომბეზრდა ამდენი ნაგვის ყურება, ვინახე, ვეფერე, ვეცადე, ვინდომე... მაგრამ თავს ზემოთ ვერ მოვინდომე. გამიშვით... ცხოვრება უნდა წავშალო, რათა თავიდან დავიწყო ყოველი, ყოველი დილის მზის ნათებასთან კი, კარგისკენ ცვლილებებს ამაოდ მოველი. მომბეზრდა ამდენი სიყალბის ყურება, იმ თვალთ უწვდენელ ჰორიზონტამდე, გამიშვით... სადმე უკაცრიელში, გამიშვით... სადმე ცხოვრების ბოლომდე, ნუთუ ამისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად, რათა დაგვეგლიჯა ერთურთის სულები, თუ არ აგვტკივდა, ზოგჯერ ვერც კი ვგრძნობთ, რომ ორგანიზმში სადა გვაქვს გულები. გამიშვით... სიცრუეს დუელში ვიწვევ, და არ მჭირდება თეთრი ალამი, მე იარაღის მაგივრად ხელში მიჭირავს ფურცელი და საწერი კალამი. გამიშვით... სიტყვა ენაზე მომადგა, დროა ყველაფერი რითმებად ავაწყო, დიხ ეს მე ვარ ამ ლექსის პოეტი და მსურს რომ სტროფებიც ასე დავაწყო... ის რომ... მომბეზრდა შავ-თეთრი კადრები, ის რომ სამყარო აღარ ჟღერადობს, მომეცით ფერადი ფანქრები, ცხოვრება... ბავშვურად უნდა გავაფერადო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი