შენს ქალაქში არაფერი ...
შენს ქალაქში არაფერი გვაოცებს, შენს ქალაქში თურმე რა არ მომხდარა, მაგრამ ერთი აქ კი ცხადზე ცხადია, პოეზია აქ არასდროს მომკვდარა. შენს ქალაქში კითხულობენ შენს ლექსებს, შენი რითმის სიყვარულში გართულად, შენს ქალაქში შენ იცხოვრე ქართულად, ვაჟკაცურად და არა წარმართულად. ნუ გგონია შენი ლექსი დაობლდა, ნუ გგონია რომ ფურცლები დაობდა, შენს ქალაქში ლამაზია ტაძარი, შენი მუზა....არ წასულა, აქ არის. ნუ გგონია რომ სიკვდილით გვშორდები, ჩემო ნიკო.....ჯერ არ გემშვიდობებით, შენ ქალაქში მოგვიტანე ფერები, შენს საფლავთან მოვალთ...მოგეფერებით. შენ გვაჩუქე სიყვარული ზღვაური, შენ გვაჩუქე ნიკო გომელაური, შენს ქალაქში ყველაფერი მოსულა, შენს საფლავზე...იები ამოსულა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი