ქალი როცა ...
ქალი როცა იქმნებოდა ერთი რამე ხდებოდა, სილამაზე არსებობდა და ვერავინ ხვდებოდა, ქალთან ერთად სილამაზე ყველაფერში ჩნდებოდა, როცა ქალი არსად ჩანდა სილამაზეც ქრებოდა. ბუნებისგან ალბათ ყველა ამას ელოდებოდა, სილამაზის ეტალონი ქალი რომ გახდებოდა, სადაც სილამაზე ჭვრეტდა ქალი იცქირებოდა, ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა? ქალი იღიმებოდა! სუყველა ქალს სილამაზე თავის ეშხში ეტყობა და ეს ეშხი ქვეყანაზე არცერთ ქალს არ ეთმობა, მინდა ქვეყნად ვაღიარო, რომ გამიჩნდა ეს გრძნობა, ღმერთმა შექმნა ქალისა და სილამაზის ერთობა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
სასწაული ლექსია👍🏻👍🏻