კაცობრიობის ცოდვა
კაცობრიობას შიში მორევია, კაცობრიობის შიში მორევია, მორევი ძალზედ, ძალზედ ჩამთრევია, კაცობრიობავ…. რაღაცა აგრევია! შური, სიბოროტე… ფიქრში ჩართულია, სიცოცხლის წამზომი კი ყველასთვის ჩართულია, როცა სიყვარული ნებადართულია, ვიღაცა ამ დროს…. ომით გართულია. მტრის შვილებს ვაობლებთ და მათაც მტრადვიხდით, ომის საფასურს ვერ გადავიხდით, უსიყვარულო ძეგლები დაგვიდგით, სადაც სიყვარულით ფეხი ავიდგით. კაცობრიობავ… ზიზღმა დაგძლია, კეთილმა ბოროტს ჯერ ვარ დასძლია, მშვიდობის ქუჩაზე ტყვიების ხმაურია, დედამიწაზე….. აურზაურია!!! კაცობრიობავ!….. უნდა დაფიქრდე, ერთ ლამაზ დილას რომ არ გაფითრდე, მშვიდობის გარეშე ვერ ავშენდებით, ზიზღით და ომით….. გადავშენდებით. ღმერთის სახელით ხდება ომები, ამ დროს კი არავინ არ ფიქრობს რწმენაზე, მე კი მინდა რომ ყველა ერისთვის, ვთარგმნო ეს ლექსი ყველა ენაზე: მშიერი ხალხი, მშიერი ბავშვები, ვიღაცას სადღაც შიმშილი ტანჯავს, იმის მაგივრად რომ მშიერნი აპურონ, ვიღაცა ამ ფულს ტყვიებში ხარჯავს!!!! ვიღაცა ომით იზრდება….. მდიდრდება, განდიდებულა და ღმერთად ქცეულა, ვიღაც კი ამ დროს სუსხიან ქუჩაში, უსულო სხეულად…. გადაქცეულა! კაცობრიობავ….. უნდა გრცხვენოდეს, რადგან ცოდვები ჩრდილივით დაგსდევს, ამაზე ფიქრებში ცრემლები ჩამომდის, უკვდავნი ხომ არ ვართ…. ხალხნო რა მოგდით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი