სხვა ახსნა
შორს იძირება ბრდღვიალა დისკო, ბინდით იძინებს ეს ალიონი და ოცნებიდან რეალურს გხატავ, როგორც სასურველს ''პიგმალიონი'' მოდიდდა, გრძნობის ღვარცოფი სულში. ცხოვრებამ მთხოვა,– სულიც მომეო! მე შენ იმგვარად და ისე მსურდი, რომ ვერ შეძლებდა ამდენს რომეო! "შეჩერდი წამო''–ს ვიტყოდი მაშინ, როცა ხელები შენი მეხება და ""ფაუსტი"–ვით სულსაც დავტმობდი, თუ მეღირსება შენი ფერება! "ტანტალე"–ს წყურვილს დავითმენ ალბათ, შენს წითელ ბაგეს როცა შევხედავ. მიუწვდომელო "იალბუზივით'' "კლდის ვეფხვის" მსგავსად ქვის გულს შევბედავ.: "ოდინის რაშით" მოვიწევ შენკენ და მაგ თვალების ღია უბსკრულში. ისე დავიწვა როგორც სანთელი, სინათლეს აფრქვევს, ღამე უკუნში. მაგრამ ვაი თუ გრძნობების ცეცხლმა, ისე სწრაფადაც დამცეს ღალატით. რომ წუთისოფლის ავან– ჩავანმა. აღარ მახსენოს, მცირე ბარათით. მითხრან უარი თავზეც და სულზეც. ფერფლიდან აღმდგარს ფრთები დამიწვან, იმ "ფენიქსი"–ვით ვეღარ ავღსდგები და "სამსონი"–ვით თმას ვერ დავიწნავ. ფრთებს მოკვეც ჩემი ოცნების პეგასს! ცოცხალ გვამათ და სისხლად ვიქცევი. მერე ლამაზო შენთვის კი არა , სულ ყველასათვის გარდავიცვლები. ზურაბ ჭიოკაძე 2018წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი